კომპანიის შესახებ

   შპს ”მცირე კავკასიონი”– საიდენტიფიკაციო კოდი - 225395088, დარეგისტრირებული - ქ. ბოლნისი, დ.აღმაშენებელის ქ.#2  წარმოადგენს სამართალმემკვიდრეს ”მცირეკავკასიონის” გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციისა და აგრძელებს საქმიანობას სამთო გეოლოგიური კუთხით.    ამ ორგანიზაციის ყოფილი და მოქმედი სპეციალისტების მიერ იქნა აღმოჩენილი და გახსნილი ისეთი საბადოები როგორიცაა: მადნეულის და წითელი სოფლის სპილენძ-კოლჩედანური საბადოები, საყდრისის ოქრო-სპილენძის საბადო, ბეგთაკარის ოქროპოლიმეტალური საბადო, ბოლნისის რაიონის ოქროს ქვიშრობელი საბადოები, ამასთანავე გამოვლენილია ორმოცამდე მეტალური მადანგამოვლინება და სამშენებლო მასალების მრავალი საბადო და მადან- გამოვლინება.

    1994 წლიდან ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნების ფირმებთან როგორიცაა: ერთობლივი ქართულ-ავსტრალიური ორგანიზაცია -”ტრანს ჯორჯიან რესურსესი”, ავსტრალიური საბურღი კომპანია -”აუსდრილი”, კანადური კომპანია - ”SDS-დრილინგი, ყაზახური კომპანიები -”ისკანდერი” და ”ალმასი”.

    2005 წლიდან ორგანიზაციის მომწოდებლები არიან JKS BOVLES -ჰოლანდიური, ”ბორტ ლონგიერი”–კანადური, ”ბარკომი”–თურქული,  ”ტერეკალმასი”–რუსული, ავსტრალიური და ჩინური კომპანიები.

შპს ”მცირე კავკასიონის” მფლობელობაშია :

1.     ბაზა ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებელის ქ. #2  –  6224 მ2
2.     ოფისი ქ.ბოლნისში, დ.აღმაშენებელის ქ. #2  – 800 მ2
3.     საერთო საცხოვრებელი,  დ.აღმაშენებელის ქ. #2  -  850 მ2
4.     სასტუმრო, ქ.ბოლნისი, ექვთ. თაყაიშვილის ქ. #4   -  900 მ2
5.     მექანიკური საამქრო
6.     გეოლოგიური სინჯების სამსხვრევი საამქრო.
7.     საბურღი დაზგები : 

  • უკს  3უკ  - 2 ც.  
  • ურბ– 2,5 A- 1 ც.  
  • სვეტური ბურღვის დაზგები: ბრაზილიური SS-51. თვითმავალი ურალი ბაზაზე  - 1 ც.   ჩინური CDC - 1300 – 3ც.  თვითმავალი მუხლუხებზე კანადური  LF  - 1 ც. MS-750 თვითმავალი, მუხლუხოებზე
  • ამწე კრანი ივანოვეცი  -  1 ც.
  • სატვირთო მანქანა КАМАЗ– 1ც.
  • წყალმზიდი КАМАЗ      -  3ც.
  • საწვავმზიდი ГАЗ  53  -  1ც.  საწვავმზიდი ЗИЛ   131 - 1ც.
  • ტრაქტორი ბულდოზერი  - DT– 75 -  1ც.
  • ავტომანქანები: "ლენდკრუიზერი", "ტოიოტა ჰაილუქსი" –2ც, მიკროავტობუსი "დელიკა" –2ც.
  • მოძრავი მექანიკური სახელოსნო - 1ც.
  • ინკლინომეტრი–”REFLEXEZ-TRAC ” - 1ც.